თვითმმართველი ერთეული იმერეთის მხარეში. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი სამტრედია.
buneba
სამტრედიის მუნიციპალიტეტის ძირითადი ნაწილი კოლხეთის დაბლობზე მდებარეობს, ხოლო მცირე ნაწილი საჯავახოს ზეგანზეა შეფენილი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიას შუაზე კვეთს მდინარე რიონი, სხვა მნიშვნელოვანი მდინარეა გუბისწყალი.
ტემპერატურა მერყეობს +5 °C–დან (იანვარი) +25 °C გრადუსამდე (ივლისი). ნალექების მაქსიმალური რაოდენოაბა ოქტომბერ-დეკემბერში ფიქსირდება (160 მმ.), მინიმალური კი - მაისში (20 მმ.).
mosaxleoba
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
1989 |
64 504 |
2002 |
60 429 |
2014 |
48 563 |
2021 |
43 400 |
administraciuli erTeulebi
სამტრედიის მუნიციპალიტეტში არის შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები:
- 1 ქალაქი - სამტრედია
- 1 დაბა - კულაში
- 8 თემი - გომი, ეწერი, მელაური, ნაბაკევი, ოფეთი, საჯავახო, ტოლები, ღანირი
- 5 სოფელი - ბაში, გამოჩინებული, გორმაღალი, დიდი ჯიხაიში, იანეთი.
სამტრედიის მუნიციპალიტეტს გააჩნია საკუთარი სიმბოლიკა: სამტრედიის დროშა და სამტრედიის გერბი.
ganaTleba
სამტრედიაში სკოლამდელ დაწესებულებებს ხელმძღვანელობს ააიპ მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება, რომლის შემადგენლობაში შედის 20 ბაგა-ბაღი, ამათგან 11 ქალაქში, ხოლო 9 - სოფლებში. ბაღებს ემსახურება 50 პედაგოგი. სულ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება ემსახურება 1005 აღსაზრდელს და უზრუნველყოფს მათ უფასო კვებას, აღზრდა-მომზადებას სასკოლოდ.
სამტრედიაში 16 საჯარო სკოლაა, აქედან 7 ქალაქ სამტრედიაში, ხოლო 9 - სხვადასხვა სოფელში.
kultura
სამტრედიის მუნიციპალიტეტში არის ერთი მუზეუმი - ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი სოფელ დიდ ჯიხაიშში, ორი სამუსიკო სკოლა (დიდ ჯიხაიშსა და სამტრედიაში), მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი, ბიბლიოთეკა, კულტურის სახლი და სამხატვრო გალერეა ქალაქ სამტრედიაში.
media
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვრცელდება ერთი ადგილობრივი გაზეთი „სამტრედიის მაცნე“.
transporti
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს1 და საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს12.
RirSesaniSnaobebi
სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული ძეგლებიდან აღსანიშნავია:
აგრეთვე:
- შუა ბაშის წმინდა ნიკოლოზისა და ღვთისმშობლის XIX საუკუნის ტაძრები
- ჭაგნის მთავარანგელოზისა და ღვთისმშობლის XVIII-XIX საუკუნეების ტაძრები
- ვაზისუბნის ღვთისმშობლის სახელობის XII საუკუნის ტაძარი
- ნაბაკევის ჯვარცმის სახელობის XV საუკუნის ტაძარი
- ჯიქთუბნის XV საუკუნის ტაძარი
- ჩხენიშის წმინდა გიორგის სახელობის შუა საუკუნეების ტაძარი
- ხუნჯულაურის მაცხოვრის შობის სახელობის XVII საუკუნის ტაძარი
- ნიგორზღვის წმინდა გიორგის სახელობის XVIII საუკუნის ტაძარი
- მტერჩვეულის მთავარანგელოზის სახელობის XIX საუკუნის ტაძარი
- გომმუხაყრუას XIX საუკუნის ტაძარი
- ნოღის წმინდა გიორგის სახელობის XIX საუკუნის დასასრულის ტაძარი
- კულაშის XVIII საუკუნის სინაგოგ
|